ვინ არის ლუკა ლოჩოშვილის უმშვენიერესი მეუღლე

ლუკა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე და მათ ოჯახებზე, საზოგადოების ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

ამჯერად „პრაიმტაიმის“ მკითხველს, ლუკა ლოჩოშვილის ულამაზეს მეუღლეს გავაცნობთ. 

ლუკას უმშვენიერესი მეუღლე, სალომე ლაშხია. გოგონა საოცრად ლამაზია. მათ საერთო კადრებს სალომე სოციალურ ქსელში აზიარებს. 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, სალომემ და ლუკამ 2022 წელს იქორწინეს. 

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.