„ნინი მიმალავდა... გადავწყვიტე, ყველაფერი დამეხია და გადამეყარა“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე პერიოდს იხსენებს

ხათუნა

ხათუნა ჟორდანიამ „იმედის“ ეთერში  ისაუბრა, როგორ გადალახა განსაცდელი და რთული პერიოდი:

„მე ღმერთმა მაჩუქა ჩემი ოჯახი, პირველ რიგში, ზურა, რომელიც ალბათ მართლა ღმერთის საჩუქარია. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე ცხოვრებაში. მან ძალიან გამიადვილა ეს მძიმე პერიოდი. ნინი და ანასტასია ის ორი ადამიანია, რომელმაც სული ჩამიდგა, მომცა სურვილი იმისი, რომ მებრძოლა, გადამელახა სიძნელეები და ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივად გამეგრძელებინა. 

როცა დიაგნოზი გავიგე, საოცარი სურვილი გამიჩნდა, რომ მეცოცხლა, შვილთაშვილებს მოვსწრებოდი… პირველი დიაგნოზი რომ მითხრეს, მეგონა, რომ ერთ კვირაში შეიძლებოდა, აღარ ვყოფილიყავი. ნინი შეუვალია, როცა მე მეხება რამე… ნინი ერთ-ერთი საუკეთესო ონკოლოგი გახდა, ისეთ რჩევებს აძლევს ადამიანებს.

გადავწყვიტე, ნამკურნალებზე ყველაფერი დამეხია და გადამეყარა, ვიპოვე ფურცელი, სადაც წერია, მეოთხე სტადიის სიმსივნე… ნინის დავურეკე, რა, მეოთხე სტადია მქონდა-მეთქი?“,- ამბობს ხათუნა ჟორდანია. 

ასევე ნახეთ:

9 ბრალდებულიდან ერთი გამართლდა - ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე

„ჩემი ლაშა იქ დაგხვდებათ...“ - ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დეტალურად ნახეთ, ვიდეო: