„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
„ჰოლივუდის სუპერ ძიძა“, - ასე უწოდებენ წარმოშობით ამერიკელ კონი სიმპსონს, რომელმაც 30 წლიანი კარიერის განმავლობაში 250-ზე მეტი ბავშვის აღზრდაში მიიღო მონაწილეობა.
კონი ისეთი ცნობილი ადამიანების შვილების ძიძა იყო, როგორებიც ჯორჯ და ამალ კლუნები, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ემილი ბლანტი, ჯონ კრასინსკი, ჯესიკა ბილი, მეთ დეიმონი და ბრუკ შილდსი არიან.
„ძიძა კონი - ეს ჩემი მთავარი ტიტულია. ახალგაზრდა მშობლებს ყოველთვის სჭირდებათ ვიღაც, ვინც მათ დაეხმარება, დააიმედებს და დაამშვიდებს. სწორედ ამისთვის ვარ მე. ვცდილობ ოჯახებს რთული პერიოდები შევუმსუბუქო და მათ გვერდში ვიყო“,- ამბობს ის.
კონი აღნიშნავს, რომ შვილების აღზრდის პროცესში რიგითი ადამიანების მსგავსად, ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც უამრავ სირთულეებთან უწევთ გამკლავება. არც მშობიარობის შემდგომი სტრესი, მომატებული კილოგრამები და უძილობაა ცნობილებისთვის უცხო.
„ბრუკ შილდსი მშობიარობის შემდეგ პოსტტრავმული დეპრესიით იტანჯებოდა. მას ძუძუთი კვების პრობლემაც ჰქონდა. მახსოვს, როდესაც დამირეკა ძალიან შეშინებული იყო. ლუსიანა ბაროსო და მეტ დეიმონი იმაზე ნერვიულობდნენ როგორ მოემზადებინათ ბავშვის ოთახი. ემილი ბლანტი მომატებულ კილოგრამებზე ღელავდა. ჯესიკა ალბამ და მისმა ქმარმა კი არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, როდესაც მათ შვილს მუცლის შებერილობა აწუხებდა და პანიკაში იყვნენ“,- აღნიშნავს კონი.
ასეთ დროს ძიძა კონი, რომელსაც მერი პოპინსის მსგავსად, ჩემოდანი წასასვლელად ყოველთვის მზად აქვს, აღელვებულ მშობლებთან მიდის და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. როგორც ჯესიკა ბილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ძიძა კონი მშობიარობის შემდეგ მას გვერდიდან არ მოშორებია.
„საილასის დაბადების შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. კონი ღამღამობით , როცა მე ბავშვის ძუძუთი გამოკვებას ვცდილობდი. ჩემი თავი და ხელი ეჭირა, როცა ვტიროდი. წარმოდგენაც არ მინდა მისი რჩევების გარეშე როგორ ვიქნებოდი“,- იხსენებს ჯესიკა ბილი.
თუმცა, სანამ კონი ჰოლივუდის სუპერ ძიძა გახდებოდა, პროფესია რამდენჯერმე შეიცვალა. თავი რომ ერჩინა, ის კაფეტერიაში მუშაობდა, იყო მცხობელი და მიმტანი. რაღაც დროის განმავლობაში მასწავლებლის ამპლუაც მოირგო. ერთ დღეს კი გააცნობიერა, რომ მშობლებს შვილების აღზრდაში განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდათ და გადაწყვიტა ძიძად დაეწყო მუშაობა.
2018 წელს მან დაწერა წიგნი, სახელწოდებით „კონის გზა: მშობლობის საიდუმლო პირველი ოთხითვის განმავლობაში“. ნაშრომი მშობლების მთავარ გზამკვლევად იქცა. როგორც კონი ახალბედა დედებს ურჩევს, ღამის რუტინას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. მისი თქმით, სინათლის ჩაქრობა, თბილი აბაზანის მიღება და მუსიკის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია:
„ყოველთვის გახსოვდეთ სამი რამ - პირველი : იცოდეთ, სტრესი და დაძაბულობა სიტუაციას გააუარესებს. მეორე - ბავშვის აღზრდაში დედ-მამა ერთობლივად უნდა იყოს ჩართული. და მესამე- იყავით მომთმენები“
ძიძის არჩევისას ჰოლივუდის ვარსკვლავები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ და ყველა დეტალს დიდი სიფრთხილით აკვირდებიან. მაგალითად ჯენიფერ ლოპესმა ვაჟის, მაქსის დაბადების შემდეგ, არჩევანი მამაკაც ძიძაზე, იგივე მენიზე შეაჩერა.
„მაქსი ძალიან აგრესიული იყო. როცა რამეს ვეტყოდი, მაშინვე ძალადობაზე გადმოდიოდა და სახეში მირტყავდა. მის დასამშვიდებლად ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ უშედეგოდ. ვიფიქრე, რომ ასეთ სიტუაციაში მას ქალზე მეტად კაცი გაუგებდა“,- აღნიშნავს ლოპესი.
აღსანიშნავია, რომ ჯეილოს მსგავსად, ბოლო პერიოდში ჰოლივუდში ბავშვებისთვის კაც ძიძას, სულ უფრო მეტი ვარსკვლავი ირჩევს. როგორც ამბობენ, ახალი ტენდენციის მიზეზი ისაა, რომ არ უნდათ სახლში ქმრის გვერდით უცხო ქალები ტრიალებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი გამოცდილება აქვთ მარია შრაივერსა და სიენა მილერს. ჯუდი ლაუმ და არნოლდ შვარცნიგერმა მათ სწორედ ბავშვების ძიძებთან უღალატეს. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა, ჰოლივუდში თანხმდებიან რომ მშობლების შემდეგ ბავშვებისთვის ძიძა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი შერჩევისას მშობლებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ.