ულიანოვსკის ოლქში მამაკაცმა ბაღში ძიძა და ორი ბავშვი მოკლა

სროლა ბაღში

ულიანოვსკის ოლქში საბავშვო ბაღში ისროლეს. დაიღუპა ოთხი ადამიანი. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

როგორც „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღში შევიდა, სადაც ორი ბავშვი და ძიძა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ინციდენტი სოფელ ვეშკაიმაში „წყნარი საათის“ დროს მოხდა. თავდასხმის მოტივი უცნობია, თქვა წყარომ.

ულიანოვსკის ოლქის ხელისუფლებამ საბავშვო ბაღში სროლის ფაქტი და რამდენიმე დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

„ჩვენ ვადასტურებთ სროლის ფაქტს და ოთხი ცხედრის არსებობას“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელმა.

წინასწარი მონაცემებით, მამაკაცმა ისროლა საბჭოთა ორლულიანი სანადირო თოფიდან IZH-27.

წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი არის  68 წლის, ადგილობრივი მცხოვრები.