„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ორი დღის წინ კლინიკაში მოხვდა და როგორც „პრაიმტაიმს“ უთხრა, ვირუსული ინფექცია აქვს, რამაც სასუნთქი გზების ანთება გამოიწვია.
„ვირუსი შემხვდა, რომელმაც სპაზმი გამოიწვია, სასუნთქი გზები მეკეტებოდა. სასწრაფო გამოიძახეს და გადაწყვიტეს, რომ უნდა გადავეყვანე. ერთი დღე საავადმყოფოში ვიყავი.
ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, მკითხულობდა და ღელავდა ჩემზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მწერდნენ როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ემიგრანტებიც. რა გავაკეთოთ, რით დაგეხმაროთო, მეკითხებოდნენ. ყველას უღრმესი მადლობა.
სხვადასხვა სახის წამალი დამინიშნეს, სპაზმის მომხსნელი... თუ ისევ გამეორდება, უნდა მივიღო. ძილში მეკვრებოდა სუნთქვა, ვიგუდებოდი...“ - გვითხრა ნაზღაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: