პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მერიემ გოგაშვილი „პრაიმჰაუსის“ მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე იყო, რომელმაც პროექტში ბევრი გულშემატკივარიც შეიძინა, მაგრამ საკმაოდ ბევრი მისდამი მტრულადაც განეწყო.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ თბილისელების ინტერვიუდან:
„როდესაც დედა ემიგრაციაში წავიდა და მარტო დავრჩი, მიწევდა, თვიდან თვემდე დამოუკიდებლად გამეტანა თავი. ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა, რასაც ემატებოდა დეპრესიული ფონი და თავს კარგად არ ვგრძნობდი. ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში „პრაიმჰაუსი“. მარტივად ამიყვანეს. გამიხარდა, მაგრამ თურმე, ყველაზე დიდი პრობლემები წინ მელოდა. კონტრაქტს რომ ხელი მოვაწერე, ძალიან ცუდად ვიყავი, იმიტომ რომ ყველა ჩემ წინააღმდეგ განეწყო. დედამ ეს რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. მეჩხუბა და რაღაც პერიოდი საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა. ჩემი და კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა და მანაც მეჩხუბა. სამი თვე არ მელაპარაკებოდა. როდესაც ჩემი თიზერი აიტვირთა, რომელიც ცოტა თამამი იყო, მაშინ ფაქტობრივად, ყველასთვის მოვკვდი. საშინელ ტექსტებს მწერდნენ ჩემი ნათესავები. სრულიად მარტო დავრჩი. ბიძაჩემი მეუბნებოდა, სახლში აღარ შემოგიშვებო. სხვათა შორის, ის დღემდე ვერ შეეგუა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. დედა რომ მიხვდა, ყველამ მიმატოვა და საშინლად მარტოსული, ყველასგან გარიყული დავრჩი, აღარც დაქალი მყავდა, აღარც მეგობარი და აღარც ახლობლები, თვითონ მომიბრუნდა, მიხვდა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ანუ, ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა მე პროექტში შესვლამდე მივიღე ჩემივე ახლობლებისგან.
თავიდან ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში დავტოვებდი პროექტს. ჩემმა დამ ისიც კი მითხრა, ისეთი რთული ხასიათი გაქვს, ერთ კვირაში გამოგიშვებენო. თუმცა, მე პროექტში თავიდან ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო ვიყავი. ჯერ სხვებს დავახოცინე ერთმანეთი და მერე გამოვაჩინე ჩემი ხასიათი (იცინის). როდესაც მეორედ გავხდი აუტსაიდერი, გავიგე, რომ ჩემი და მთელი თავის სადაქალოთი მგულშემატკივრობდა. ძალიან გამიხარდა. ასეთი გვერდში დგომა რომ ვიგრძენი, ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მთელი ჩემი სანათესავო შემობრუნდა ჩემკენ. რომ დაინახეს, ამდენი თვე გავიდა და მე ისევ პროექტში ვიყავი, გვერდით დამიდგნენ. ნელ-ნელა კარგად გამოვჩნდი, ძლიერი მოთამაშე ვიყავი და ყველამ მხარი დამიჭირა. ყველაზე მეტად იცით, რა მიხარია? „პრაიმჰაუსში“ გატარებულმა ოთხმა თვემ მაჩვენა, ვინ იყო ჩემიანი და ვინ – რა. ადამიანებს წლები სჭირდებათ მათ გვერდზე მყოფების რეალური სახეების დასანახავად და მე ეს ოთხ თვეში შევძელი. ვინც წასასვლელი იყო, წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ვისი დარჩენაც ღირდა, დარჩა“,- ამბობს მერიემი.
ასევე დაგაინტერესებთ
⇒ რა ხდებოდა გამთენიისას ქუთაისში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
⇒ „არ გარისკოთ! გაგიჭირდებათ სიტუაციის გაკონტროლება“ - ვის აფრთხილებს ასტროლოგი
⇒ “ჩემი იმედი” - მარიკუნა მიქატაძის ქალიშვილი დედის უცნობ ფოტოს აქვეყნებს