მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ნუკი კოშკელიშვილის პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი არ იკლებს. უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ამერიკელ მეუღლეს, ბენს დაშორდა, თუმცა ტელესახე ამას უარყოფს. მეტიც, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაიგებს, რომ მეორე ნახევარი ღალატობს, „სიცილით გასკდება“.
„როცა აღარ დაწერენ, ესე იგი აღარ ვაინტერესებ ხალხს. მე და ბენს ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი, აგერ უკვე 9 წელია, ერთად ვართ. წარმოუდგენელია ეს ამბავი, რომ მას ვინმე შეიძლება ჰყავდეს. ვიღაცამ რომ მომწეროს და მითხრას, ბენს საყვარელი ჰყავსო, გავსკდები სიცილით. მე, ზოგადად, ურთიერთობაში მსუბუქი ვარ, ბენი ურთულესი კაცია.“ - განაცხადა კოშკელიშვილმა გადაცემაში „ვიზიტორი“.