VIDEO: ,,შე ნაგავო, გოიმო, ქაჯო" - ,,პრაიმ ჰაუსში" დაძაბულობა პიკს აღწევს

გურამ შეროზია

,,პრაიმ ჰაუსში" დღეს აუტსაიდერების დასახელების დღეა. როგორც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გურამ შეროზია ამბობს, პროექტში დაძაბულობა პიკს აღწევს.

,,დადგა დასახელების დღე და დაძაბულობა აღწევს როგორ პიკს იცით? - აი, დილით ვარ საჭმელად, თითქოს, ყველა მშვიდად არის და შემოდის კამერა და იწყება დედის კვლა. შე ნაგავო, შე გოიმო, შე ქაჯო! ხალხი ყირაზე გადადის, ოღონდ გამოჩნდნენ, ოღონდ რაღაცა ქნან, რომ არ მოხვდნენ აუტსაიდერებში და არ გავარდნენ. დისკომფორტულია და იმდენად ცუდად ჩანს, რომ ერთი სული მაქვს მორჩეს ეს დღე", - ამბობს გურამ შეროზია.

შეგახსენებთ, დღეს, 23:00 საათზე გახდება ცნობილი, პირველი აუტსაიდერების ვინაობა „პრაიმ ჰაუსში“.

როგორც გადაცემის წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ დააანონსა, შეცვლილი წესების შესახებ დეტალებს მონაწილეები დღეს შეიტყობენ.