პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, თურქეთის ხელისუფლებამ 10-დღიანი გლოვა გამოაცხადა. შესაბამისად შეწყდა ყველა გასართობი გადაცემის, სერიალისა თუ სხვა მუსიკალური არხების მაუწყებლობა.
თურქეთის 8 არხზე გაიმართა ტელემარათონი, სადაც მიწისძვრით დაზარალებულებისთვის შემოწირულობები შეგროვდა.
6 თებერვლის შემდეგ ასევე, ეთერში არ გასულა სერიალი „სხვისი შვილი“, რომელშიც ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი მონაწილეობს. როგორც დაანონსებული იყო, სერიალი ეთერში 20 თებერვალს დაბრუნდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა.
გლოვისა და მძიმე დღეების შემდეგ, ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება და შესაბამისად, სატელევიზიო არხებზეც დაბრუნდა სერიალები და გასართობი გადაცემები.
ეკრანზე უკვე გამოჩნდა ქართველების საყვარელი ნანუკა სტამბოლიშვილი, რომელიც სერიალში „სხვისი შვილი“ მთავარ როლს თამაშობს.