შეთანხმება

მსოფლიო • 1792700993

კანადამ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

კანადამ და თურქეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის თურქეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში მოხდა.ანკარაში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ვაჭრობასა და ინვესტიციებს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ენერგეტიკას, ასევე სოციალურ და დიპლომატიურ კავშირებს მოიცავს. მისი მიზანია სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნა, რაც კანადურ და თურქულ კომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კარნიმ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს და სამწლიან სამოქმედო გეგმას ითვალისწინებს.„ჩვენ რაღაც ახლის საფუძველი ჩავყარეთ – სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის ჩვენს მუშაკებსა და ბიზნესს და ორივე ხალხისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტანს“, – განაცხადა კარნიმ.ერდოღანმა მარკ კარნი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე „პრაგმატული აზროვნებისა და გამჭრიახობის“ მქონე ლიდერად შეაფასა.„დღეს ჩვენ დავძლიეთ თურქეთსა და კანადას შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებული გაუცხოება. ახლა თურქეთსა და კანადას შორის ახალი ეპოქა იწყება“, – განაცხადა ერდოღანმა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მხარეები გეგმავენ, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა თავდაპირველად სამი მილიარდი დოლარიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე, შემდეგ კი ათ მილიარდ დოლარამდე გაზარდონ.

სალომე კაპანაძე

საზოგადოება • 1792180303

"ნელ-ნელა შეიცვალა ფერი და ზომა..." - სალომე კაპანაძე, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა

ცნობილი ინფლუენსერი სალომე კაპანაძე თურქეთში იმყოფება. სალომე თურქეთში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ გაემგზავრა. ამის შესახებ, მან ინსტაგრამზე თავად დაწერა, როგორც გაირკვა, მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს."პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ გამიკვირდა იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ" - წერს სალომე.როგორც ინფლუენსერი საკუთარ გვერდზე წერს, თავდაპირველად მცირე ზომის ხალი "პრაიმ ჰაუსის ოლსტარში" მონაწილეობის დროს გაუჩნდა მკლავზე. 2024 წლის შემდეგ კი ხალმა ფერიც და ფორმაც არაერთხელ შეიცვალა."როგორც ასეთი დაავადება ძალიან საშიშია, მაგრამ რადგან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ მარტივად მოგვარდება. ჭკვიან წამალზე და იმუნოთერაპიებზეა საუბარი, ჯერ კიდევ გამოკვლევებზე დავდივარ და ფრენის გადადებაც მომიწევს, რადგან სამ დღეში ყველაფერი ვერ ესწრება. დღეს მინი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ის კონკრეტული ადგილი კიდევ უნდა გამიჭრან და უფრო დიდ ტერიტორიაზე ნახონ თუ არის გავრცელების საშიშროება. მაგრამ იქამდე ბევრი გამოკვლევები და ანალიზები არის საჭირო. აქ არაპროფესიონალურად არავინ მომკიდებს ხელს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფრენა არ გადამედოს" - წერს სალომე კაპანაძე. 

დაკავება

კრიმინალი • 1792007824

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ - სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს. რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ლაშა კოტრიკაძე

სამართალი • 1791980559

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას თურქეთისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალვოდა საზღვრის გადაკვეთა.როგორც კოტრიკაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომელიმე საზღვარზე შეჩერების მოთხოვნა არ არის ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში.„ფაქტის შესახებ ვიცი, თავად დამიკავშირდა და მითხრა, თურქეთში ვიმყოფები, მივფრინავდი ბრიუსელში, არ მიშვებენ და თქვენგან ხომ არ არის წერილი ან რამე მიმართვა, რომ ჩემი გაფრენის აკრძალვა გქონდეთ მოთხოვნილიო. ვუთხარი, რომ ასეთი მოთხოვნა, რომელიმე საზღვარზე შეაჩერონ და უკან დააბრუნონ, არ არის სისხლის სამართლის საქმეში. ასეთი რაღაც რომ იყოს, მაშინ საზღვრის კვეთაზე თანხმობას რაღა აზრი აქვს, ხომ? თანხმობას აძლევ და შემდეგ სხვა წერილით უკან აბრუნებ. ჩვენი თანხმობით შეუძლია საზღვარი დატოვოს და ეს თანხმობა აქვს. არაერთხელ წასულა სხვადასხვა საკითხზე და პირველად დამიკავშირდა და მითხრა, რომ პრობლემა შეექმნა“, – აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიფრინავდა ბრიუსელში, სადაც, Renew Europe-ის მიწვევით, მონაწილეობა უნდა მიეღო ლიდერთა სამიტში.„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.

აზერბაიჯანის მმართველი პარტია

მსოფლიო • 1791968533

აზერბაიჯანის მმართველი პარტია: თურქეთის მმართველ პარტიასთან დაახლოებული საინფორმაციო რესურსები აზერბაიჯანის შესახებ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, აუცილებელია მკაფიო პოზიციის გამოხატვა

აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველს, სარალ ოქთაის აგრესიულ საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობაში და ცილისწამებაში ადანაშაულებს.აზერბაიჯანის მმართველი პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში არაერთი მედიასაშუალება და სოციალური ქსელის პლატფორმა, მათ შორის თურქეთის მმართველ პარტიასთან სიახლოვით ცნობილი საინფორმაციო რესურსები, უკვე დიდი ხანია, ავრცელებს აზერბაიჯანის შესახებ მცდარ, მიკერძოებულ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რის გამო აუცილებელია მკაფიო პოზიციის გამოხატვა.აზერბაიჯანის მმართველი პარტიის განცხადების თანახმად, ბაქო, უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობების განზრახ დამახინჯების, ამ კავშირების „განსაკუთრებულად“ წარმოჩენისა და მათი აზერბაიჯანის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრალდებების საფუძვლად გამოყენების მცდელობებს.განცხადების თანახმად, ილჰამ ალიევმა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს პალესტინის საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე, „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის გათვალისწინებით, სადაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია.„ისლამურ სამყაროში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, სხვა მუსლიმურ ხალხებს საკუთარი ნება თავს მოახვიოს, მათ საშინაო საქმეებში ჩაერიოს ან თავი სხვებზე აღმატებულად მიიჩნიოს. მუსლიმური სამყაროს ერთიანობისთვის ზრუნვის დეკლარირება უნდა ხდებოდეს თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით და არა ჰეგემონური მისწრაფებებით. აზერბაიჯანელი ხალხი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა იმპერიალიზმს, კოლონიალიზმსა და ნეოკოლონიურ მიდგომებს. ეს პრინციპული პოზიცია დღემდე უცვლელია. ღრმა სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, ოქთაი სარალმა და მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პარლამენტის წევრებმა გააკეთეს პოპულისტური და უპასუხისმგებლო განცხადებები, საკითხის არსის, აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობისა და ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინების გარეშე. მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას და შესაძლოა, საზოგადოებრივ სივრცეში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას შეუწყოს ხელი. განათლების სფეროში მოქმედი რეგულაციები ეფუძნება თანასწორობის, სეკულარიზმის, კანონის უზენაესობისა და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პრინციპებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა. აღნიშნული პრინციპი თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მიუღებელია, რომ აზერბაიჯანის სეკულარული სახელმწიფო წყობა და საგანმანათლებლო პოლიტიკა პოლიტიკური მანიპულაციის საგანი გახდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის განცხადების მიხედვით, თურქეთში რელიგიურ და საერო ღირებულებებთან დაკავშირებული პოლიტიკური დებატები საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს და ისეთი მგრძნობიარე საკითხების, როგორიცაა თავსაბურავი, პოლიტიკური მანიპულაციისა და განხეთქილების იარაღად გამოყენება არც თურქი ხალხის ერთიანობას ემსახურება და არც მთლიანად მუსლიმური სამყაროს სოლიდარობას.„განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი საკითხების გამოყენება აზერბაიჯანზე პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად. მოვუწოდებთ თურქეთის მამრთველ პარტიას, თავი შეიკავოს ამ დამაზიანებელი პოლიტიკისგან. აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების მორალურ და პოლიტიკურ საფუძველს წარმოადგენს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მიერ დამკვიდრებული პრინციპი – „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. თუმცა, არ უნდა მოხდეს ამ ისტორიული ფრაზის არსის დამახინჯება. იგი გულისხმობს სწორედ ერთ ერსა და ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის საშინაო საქმეებში ჩარევას ან მისთვის საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიდგომების თავსმოხვევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.„ახალი აზერბაიჯანის“ განცხადების თანახმად, „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებს, თავიანთ განცხადებებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და პატივი სცენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებასა და საშინაო საქმეებს.„ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის შესაბამისი პოლიტიკური წრეები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებიდან და თავს შეიკავებენ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.მანამდე თურქთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოქთაი სარალმა გაკრიტიკა აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება სკოლებში ჰიჯაბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით. ოქთაის სარალის თქმით, დაუშვებელია იმ მოსწავლეების განათლების უფლების შეზღუდვა, რომლებიც თავსაბურავს ატარებენ.„რა სინდისი ან სამართლიანობის გრძნობა იძლევა იმის უფლებას, რომ სკოლის კართან უკან გააბრუნონ მოსწავლე, რომელიც თავს რელიგიური რწმენის გამო იფარავს? თავსაბურავი დაბრკოლება არ არის; ეს რწმენის მოთხოვნაა! განათლების მიღების უფლება არ შეიძლება შეეწიროს რაიმე სახის იდეოლოგიურ კარნახს! ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გამოასწორებს ამ შეცდომას. ჩვენ ახალგაზრდებს მომავლისკენ გზა უნდა გავუკვალოთ და არა — დაბრკოლებები შევუქმნათ. დღევანდელ ეპოქაში მსგავსი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული“, – აღნიშნა ოქთაი სარალმა.აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2026 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო ცვლილებები სასკოლო ჩაცმულობის წესებში, რომლებიც კრძალავს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის „სეკულარულ (საერო) პრინციპებს“ ან ოფიციალურ სასკოლო უნიფორმას.

თურქეთის პოლიცია

მსოფლიო • 1791962820

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ოპოზიციურ ტელეარხ Halk TV-ის ოფისში რეიდი ჩაატარა. მედიის ინფორმაციით, არხის მმართველად დროებით თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი დაინიშნა.„შენობაში ასობით პოლიციელი შევიდა. Halk TV-ის შენობაში შესვლა აკრძალულია, სანამ მასში ჩხრეკა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ტელევიზიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.როგორც ცნობილია ტელეარხის პირდაპირი ეთერი დილის 06:30 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც წინასწარ ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება დაიწყო.Halk TV-ის პროგრამისტის, დენიზ ბაირამოღლუს განცხადებით, არხის მთავარმა პროდიუსერმა, სუატ თოქთაშმა მაუწყებლობის გასაგრძელებლად თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან კამათი სცადა, მაგრამ ეთერის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.როგორც „როიტერი“ წერს, უფლებადამცველი ჯგუფები და დასავლეთის ქვეყნები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობას ბოლო წლებში ადამიანის უფლებების გაუარესებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო ხშირად აკრიტიკებენ. გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში თურქეთში რამდენიმე ოპოზიციურ თუ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას აკრძალვები, ჯარიმები და სხვა სახის შეზღუდვები დაეკისრა.

ავარია თურქეთში

მსოფლიო • 1791726749

თურქეთში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად თერთმეტი ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მანისას გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ავარიის შესახებ დილის 11:11 საათზე მიიღეს შეტყობინება.ავტობუსი ბურსადან იზმირის მიმართულებით მოძრაობდა და დენიზლის პროვინციაში, ფამუქალესკენ მიემგზავრებოდა.ავტობუსში 34 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

პოლიტიკა • 1791467150

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლებრივი სისტემებისა და ინსტიტუციების ეფექტიანობის ზრდას სწრაფად ცვალებად გარემოში და აღნიშნა, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო დიალოგი დარგის პროფესიონალებს შორის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.„ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაული, მიგრაცია, გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია აჩენს ახალ გამოწვევებს, პასუხისმგებლობის ახალ ფორმებს და საერთაშორისო თანამშრომლობის მზარდ საჭიროებას“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის  მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესი მტკიცედ უნდა იყოს დაფუძნებული სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე.პაატა სალიამ სამიტის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.სამართლის საერთაშორისო სამიტი ქალაქ სტამბოლში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებთან გამართავს შეხვედრებს. ღონისძიებებში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია.

იუსტიციის მინისტრი

პოლიტიკა • 1791456721

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლის საერთაშორისო სამიტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობს.პაატა სალიამ მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.სამიტი სტამბოლში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, პაატა სალია თურქეთის, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის იუსტიციის მინისტრებს შეხვედრება.

მეწყერი

მსოფლიო • 1791454369

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან - არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფაში სატვირთოების ავტოსადგომზე მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.გამოცემის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო გზაზე მდებარე „ესენკიის“ სატვირთოების ავტოსადგომზე, დილის დაახლოებით 06:00 საათზე ფერდობიდან ჩამოშლილი კლდის დიდი მასები გაჩერებულ მანქანებს დაეცა.ხოფის სამძებრო-სამაშველო სამსახურის, სახანძრო, პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გაიგზავნა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შემდეგ, მაშველებმა რეგიონში სამძებრო-სამაშველო და ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყეს.45 წლის ქასიმ თოფალოღლუ, რომელმაც ინციდენტის დროს საკუთარი მანქანა გადაარჩინა და შემდეგ მეგობრების დახმარებას ცდილობდა, მეორე (განმეორებითი) მეწყრის დროს ის ადგილზე დაიღუპა. 

ჰამიდი

მსოფლიო • 1791439234

დააკავეს ქალი, რომელმაც მძიმედ დაავადებული შვილის გადასარჩენად ბიოლოგიური მამის ვინაობა არ გაამხილა - 18 წლის ჰამიდი მამას ეძებს, რომ სიცოცხლის შანსი გაუჩნდეს

თურქეთში 18 წლის ჰამიდ იორულმაზის ისტორია მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა. ახალგაზრდას თანდაყოლილი თალასემიის, ე.წ. ხმელთაშუა ზღვის ანემიის მძიმე ფორმა აქვს. ბიჭს რეგულარულად სჭირდება სისხლის გადასხმა. ჰამიდს ღეროვანი უჯრედების, ანუ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება.მკურნალობის პროცესში ჩატარებულმა გენეტიკურმა ტესტმა ჰამიდს კიდევ ერთი მძიმე რეალობა გაუმხილა. მამაკაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მამად მიაჩნდა, მისი ბიოლოგიური მამა არ აღმოჩნდა.ახლა ახალგაზრდა საკუთარ ბიოლოგიურ მამას ეძებს, რადგან იმედი აქვს, რომ მისი პოვნა სიცოცხლის გადარჩენის შანსს მისცემს. სწორედ ამ ძიებამ კი ოჯახური საიდუმლო, პოლიციის გამოძიება და სასამართლო საქმე გამოიწვია.ყველაფერი ავადმყოფობიდან დაიწყოჰამიდ იორულმაზი იზმირის პროვინციის თორბალის რაიონში ცხოვრობს. მისი ისტორიის მიხედვით, დაახლოებით 13 წლის ასაკში ჰამიდი დაავადების გამო კომაში ჩავარდა. სწორედ ამ პერიოდში დადგა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საკითხი.ტრანსპლანტაციისთვის ჩატარებული გამოკვლევების დროს აღმოჩნდა, რომ მამაკაცი, რომელსაც ჰამიდი მამად მიიჩნევდა, მისთვის შესაფერისი არ იყო. ამის შემდეგ ჩატარებულმა DNA ტესტმა დაადასტურა, რომ ეს მამაკაცი არც მისი ბიოლოგიური მამაა.მამაკაცი, რომელიც ჰამიდს ზრდიდაჰამიდს ბავშვობიდან ზრდიდა მეჰმედ საღბაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედა ამჟამად სხვა მამაკაცზეა გათხოვილი, ჰამიდს კი ზრდიდა მამაკაცი, რომელსაც ის ბიოლოგიურ შვილად მიაჩნდა, თუმცა, სიმართლის გარკვევის შემდეგ კი გამზრდელმა მამამ და ბებიამ ის საავადმყოფოში მიატოვეს. „მამა უნდა ვიპოვო, რადგან სიცოცხლე მჭირდება“ჰამიდმა ბიოლოგიური მამის ძებნა თურქულ ტელეგადაცემაში „Müge Anlı ile Tatlı Sert“ დაიწყო.ახალგაზრდის თქმით, მისი დედა, ნიჰალ ბეითი, ბიოლოგიურ მამას იცნობს, თუმცა წლების განმავლობაში ამ ინფორმაციას არ უმხელდა.ჰამიდის განცხადებით, მას ბიოლოგიური მამის პოვნა, პირველ რიგში, მკურნალობის გამო სჭირდება. ახალგაზრდა ამბობს, რომ რეგულარულად იღებს სისხლს და მისთვის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.მისი თქმით, მკურნალობისთვის დრო შეზღუდული აქვს და დაახლოებით ექვსთვიან ვადაზე საუბრობდა.ამასთან, ბიოლოგიური მამობა თავისთავად არ ნიშნავს დონორობისთვის ავტომატურ შესაბამისობას — ტრანსპლანტაციისას დონორისა და პაციენტის თავსებადობა სპეციალური სამედიცინო გამოკვლევებით უნდა დადგინდეს.ტელეგადაცემაში ნიჰალ ბეითმა განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებდა.საქმემ სამართლებრივი გაგრძელება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰამიდის განცხადებებმა სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო. ჰამიდის გამოსვლების შემდეგ თორბალის რესპუბლიკის პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით გამოძიება დაიწყო.თურქული მედიის ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე შესაძლო დანაშაულის მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის:ბავშვის/შვილის წარმომავლობის შეცვლა;ოჯახური სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობა;დახმარების ან შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა;მუქარა.გამოძიების ფარგლებში ჰამიდის დედა ნიჰალ ბეითი და ბიძა მეჰმედ იორულმაზი დააკავეს. ჰამიდი აცხადებდა, რომ ბიძამ იცოდა მისი ბიოლოგიური მამის ვინაობის შესახებ და სიმართლის გარკვევის მცდელობის გამო მას ემუქრებოდა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰამიდის ბიოლოგიურ მამად სწორედ ბიძა მოიაზრება. საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 5 ოქტომბერს მიიღეს.სასამართლომ ნიჰალ ბეითის პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეჰმედ იორულმაზი სასამართლო კონტროლის პირობებით გაათავისუფლა.დედამ სავარაუდო ბიოლოგიური მამის ვინაობა დაასახელასაქმის ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიჰალ ბეითმა სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაასახელა მამაკაცი, რომელიც, მისი თქმით, შესაძლოა ჰამიდის ბიოლოგიური მამა იყოს.თურქულ მედიაში ეს მამაკაცი „Sakallı Hamid“ — „წვერიანი ჰამიდის“ სახელით მოიხსენიება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი იზმირის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მას პოლიცია ეძებს.თუმცა ამ ეტაპზე მისი ჰამიდის ბიოლოგიურ მამად მიჩნევა დადასტურებული არ არის. საბოლოო პასუხი დნმ ტესტმა უნდა გასცეს.„წვერიანი ჰამიდი“ პირდაპირ ეთერში გამოჩნდა6 ოქტომბერს საქმეში ახალი მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა — მამაკაცი, რომელსაც ნიჰალ ბეითი ჰამიდის სავარაუდო ბიოლოგიურ მამად ასახელებს, პირდაპირ ეთერში გამოჩნდა.მან განაცხადა, რომ ნიჰალ ბეითს წლების წინ შეხვდა და მათ რამდენჯერმე ჰქონდათ ურთიერთობა. მისი თქმით, ნიჰალის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა შვილი ჰყოლოდა.მამაკაცმა აღნიშნა, რომ ისინი მთვრალები, სუფრასთან შეხვდნენ. მისი თქმით, ნიჰალთან ურთიერთობა რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შესახებ მისთვის არაფერი უთქვამთ.„წვერიანმა ჰამიდმა“ ასევე განაცხადა, რომ თუ დნმ ტესტი დაადასტურებს მის მამობას, მზად არის ჰამიდს ძვლის ტვინის დონორობა გაუწიოს.თუ დნმ ტესტი მის მამობას დაადასტურებს, შემდეგი საკითხი უკვე ჰამიდისთვის მისი დონორობის შესაძლებლობის სამედიცინო შეფასება იქნება.„მე სიცოცხლისთვის ვეძებ მამას“ჰამიდის ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდა ბიოლოგიურ მამას საკუთარი წარმომავლობის გასარკვევად კი არა, პირველ რიგში სიცოცხლისთვის საჭირო მკურნალობის შესაძლებლობის გამო ეძებს.მან არაერთხელ განაცხადა, რომ მამისგან ფინანსურ დახმარებას არ ითხოვს და მისი პოვნის მთავარი მიზანი მკურნალობისთვის შესაძლო დონორის მოძიებაა.ახლა, მას შემდეგ, რაც სავარაუდო ბიოლოგიური მამა საჯაროდ გამოჩნდა და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ჰამიდის საქმის მთავარი კითხვა ერთია:დაადასტურებს თუ არა დნმ ტესტი, რომ „წვერიანი ჰამიდი“ ნამდვილად მისი ბიოლოგიური მამაა — და თუ ასეა, შეძლებს თუ არა ის ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლისთვის საჭირო ტრანსპლანტაციაში დახმარებას.წყაროებიTürkiye Gazetesi — ჰამიდის საქმის უახლესი განვითარება, დედის დაპატიმრება და ბიძის გათავისუფლებაSözcü — ჰამიდის საქმის 6 ოქტომბრის უახლესი ცნობებიCumhuriyet — „წვერიანი ჰამიდის“ პირველი განცხადებებიYeni Şafak — საქმის ახალი ეტაპი და სავარაუდო მამის გამოჩენა

ორსული

ტაბლოიდი • 1791293640

ქალმა სასტუმროს ნომერში YouTube-ის დახმარებით მარტომ იმშობიარა (უცხოეთი)

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ თურქეთში სასტუმროს ნომერში YouTube-ის დახმარებით იმშობიარა. ამის შესახებ თია ფრიმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.ნაადრევი მშობიარობა მას სტამბოლში დაეწყო. მან გადაწყვიტა ექიმის დახმარების გარეშე ემშობიარა და ამისთვის YouTube-ის ინსტრუქციას მიჰყვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში მივიდა, რათა დარწმუნებლიყო რომ არც მას და არც ბავშვს საფრთხე არ ემუქრებოდა.

✕