პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
7 მარტს, პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება და მოწოდება გაკეთდა. ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები თუ რიგითი მოქალაქეები საკუთარ შეფასებას აფიქსირებდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სხვები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა არ დააფიქსირეს.
„მთავარი არხის“ თანამშრომლის კრიტიკას მსახიობი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სხვა არხზე რომ ვმუშაობდი, ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ, ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები, ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს ამისთვის. ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეურაცხყოთ ადამიანი, რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის, მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს! ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა, ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა… მე ვარ „მეგრელი“ და მაშასადამე ევროპელი, ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული. პმ და საერთოდ მართობს ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა, რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდათ!ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!“ - წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, ნენე დალაქიშვილმა დაწერა: „ნანუკა გულუა, მეგრულად მაინც შეაგინეთ ამათ. სულ პეპლები და ყვავილები არ მოგბეზრდათ?“