ქეთა თოფურია Telegram-დან პირველ მიმართვას ავრცელებს

ქეთა თოფურია

ქეთა თოფურია პირველ მიმართვას მას შემდეგ ავრცელებს, რაც რუსეთში მყოფი ადამიანების მიმართ დანარჩენ მსოფლიოში პროტესტის ძლიერი ტალღა გაჩნდა. 

ქართველი მომღერალი, რომელიც ახლაც მოსკოვშია და რუსულ შოუბიზნესში აქტიურადაა ჩართული, ამბობს, რომ ადამიანები მათგან განსხვავებულ აზრს ვერ იღებენ და აგრესიულად განეწყობიან მათთვის უცნობი ადამიანების მიმართაც კი... 

"პრაიმტაიმი" ქეთა თოფურიას მიმართვას, რომელიც სულ რაღაც 39 წამს შეადგენს და Telegram-ზე ავრცელებს, სტენოგრამას გთავაზობთ: 

"რატომ ხდება, რომ ვიღაცები მათთვის უცნობი ადამიანებისგან ითხოვენ, ყველა მათ მსგავსად ფიქრობდეს, როგორც ფიქრობენ თავად.

თუ ეს ასე არ არის, მაშინვე აგრესია ჩნდება. მეტიც, იგივე ხალხი (ვინც, განსხვავებულ აზრს აკრიტიკებს) სიტყვის თავისუფლების მომხრეა და ეს საკმაოდ უცნაურია. 

მე თქვენ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ, იყავით ბედნიერები. 

აგრესია არასოდეს არავისთვის არის მშველელი." - ამბობს ქეთა თოფურია.