VIDEO: მირანდა პრისტლი დაბრუნდა! – მერილ სტრიპი „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა

მირანდა

საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო. ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები ვიხილეთ. ენ ჰეთევეის პერსონაჟი, ენდი საქსი სრულად განსხვავებული იმიჯით გახლდათ წარმოდგენილი.

გადასაღებ მოედანზე ლეგენდარული მერილ სტრიპიც გამოჩნდა. ახალი კადრები უკვე დიდი მითქმა-მოთქმის თემად იქცა. მოდის კრიტიკოსები და კინომოყვარულები ერთხმად აღნიშნავენ, რომ 76 წლის მერილის ახალი იმიჯი – გაწონასწორებული, ცივი, დახვეწილი და ცოტა უფრო მოდერნიზებული, სწორედ ისაა, რაც მაყურებელს სურდა.

ამ დღეს სტრიპს ყავისფერი, ტყავის ქვედაბოლო, კრემისფერი „თრენჩი“ და იისფერი ზედა ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი თეთრი, მოკლედ შეჭრილი თმა და შავი მზის სათვალე ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, ფილმისადმი მოლოდინი სულ უფრო ძლიერდება. მირანდას ახალი გამოჩენა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, მოდის სამყარო კვლავ ჩაეფლობა ცივ და ამავდროულად ელეგანტურ ქაოსში.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by NYC blogger from 🇺🇦| USA traveling (@girlfromjerseycity)