VIDEO: „ მინდა, რომ წავიდეს...“ - დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“

პრაიმ ჰაუსი

გუშინ, „რუსთავი 2“-ის რეალით შოუში „პრიამ ჰაუსი“ სამი აუტსაიდერი: გიორგი , პატრიკი და კესო დაასახელეს.

როგორც ლაივიდან ჩანდა, პროექტის მონაწილეებმა გადაწყვეტილება რამდენიმე ხნით ადრე მიიღეს. მათი მიზანია, გიორგი ნაზღაიძემ შაბათს, პროექტი დატოვოს.

პროექტის მონაწილეები გიორგი ნაზღაიძეს ასე აფასებენ:

როიალი: აუტაიდერი არის ის, ვინც არ უნდა მოიგოს პროექტი. აქ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ერთადერთი ადამიანი, ვინც "წირავს", გიორგია. მინდა, რომ წავიდეს აქედან და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას.

თეონა: მე პირადი უთანხმოება მაქვს. დღეს რაც იყო, თავი დამცირებულად ვიგრძენი. ასე არ შეიძლება. ადამიანს, არაფრის გამო, რომ არ იმსახურებს, მსგავსი სიტყვები უთხრა...

პატრიკი: არავინ, არც ერთი მონაწილე გიორგის შეურაცხყოფას არ აყენებს. ზედმეტს არაფერს არ ამბობს. ჩვენ ვცდილობდით, რომ ეჭამა საჭმელი, ან რაღაც.