VIDEO: მამა საბას შესრულებული სიმღერა ინტერნეტსივრცეს იპყრობს

მამა საბა

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის ხორციელ და სულიერ შვილებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ყველა ერთნაირად უყვარს. 

სოციალურ ქსელში მოძღვრის შესრულებული სიმღერა ვრცელდება, რომელსაც უამრავი გაზიარება და თბილი კომენტარი ერთვის.