ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილია. მისი კანდიდატურა პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა. დეპუტატებმა სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩიეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ წარადგინა - მას შემდეგ, რაც ეს თანამდებობა გეკა გელაძემ დატოვა. ბორაშვილს სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ამ დრომდე იკავებდა სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ისეთი კადრის დანიშვნა, რომელსაც უწყებაში 21-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, კანდიდატის გამოცდილება და ქვეყნის ინტერესების დაცვის მრავალწლიანი საქმიანობა სუს-ის ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.
"მნიშვნელოვანია ინსტიტუციისთვის ასეთი კადრი. ეს ადამიანი არის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით: როდესაც 21 წელი ასეთი სტრუქტურიდან ემსახურები შენს ქვეყანას და იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გამოსადეგია იმ სამსახურისთვის, რომელ სამსახურსაც ის უხელმძღვანელებს და მინდა, სულით და გულით ვუსურვო მას წარმატება და დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა იქნება ძალიან ეფექტური", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.