VIDEO: ,,გაოგნებული სახე მქონდა, გაოცებული ვიყურებოდი..." - რას იხსენებს თამაზა

თამაზა

,,პრაიმ ჰაუსის" ახალი მონაწილე თამაზა, რომელიც პირველ დღეებში სახლში განვითარებულ მოვლენებს გაოგნებული უყურებდა და ამბობდა კიდეც, რომ როცა მონაწილეები ჩხუბს იწყებდნენ, ის ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდა და გარიდებას ამჯობინებდა, ამბობს, რომ სიტუაციას შეეჩვია და მისთვის ახლა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.

,,პირველ დღეს, ჩემი შემოსვლის დროს, ჩხუბთან დაკავშირებით ძალიან გაოგნებული სახე მქონდა, გაოცებული ვიყურებოდი, ახლა ისე მივეჩვიე, რომ ღიმილს მგვრის. დაკადაგდება", - ამბობს თამაზა.