VIDEO: ,,ეს არის პირველი პრეცედენტი, მსგავსი რამ ჩვენთან არ ყოფილა" - ვინ აირჩევს მესამე აუტსაიდერს

პრაიმ ჰაუსი

,,პრაიმ ჰაუსში" დღეს აუტსაიდერების დასახელების დღეა.

გიორგი ნაზღაიძემ რეალითი შოუს მონაწილეებს შეცვლილი წესები გააცნო. 

,,მომდევნო ოთხშაბათიდან, თქვენ აირჩევთ მხოლოდ ორ აუტსაიდერს, მესამე აუტსაიდერს აირჩევს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ბოსი. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ,,პრაიმ ჰაუსში" ბოსს აქვს ამხელა ძალაუფლება. მსგავსი რამ ჩვენთან არ ყოფილა და მოემზადეთ სამი თვის განმავლობაში ამისთვის", - მიმართა ნაზღაიძემ პროექტის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, დღეს, 23:00 საათზე გახდება ცნობილი, პირველი აუტსაიდერების ვინაობა „პრაიმ ჰაუსში“.