„აქ არ შეიძლება დაყოვნება... ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ - ექიმის საგანგებო გაფრთხილება
1787254840
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. ამჯერად ერთმანეთს ხატია და საბა დაუპირისპირდნენ.
მონაწილეებს შორის ჩხუბის გამომწვევი მიზეზი ევას მიერ დასმული კითხვა აღმოჩნდა - სიამოვნებდა თუ არა ხატიას და განიცდიდა თუ არა დისკომფორტს, როდესაც საბა იყო ასული ხატიასთან ოთახში მარტო.
„თავიდან ბოლომდე ფეიკი ადამიანი ყოფილხარ, ბავშვს ვფიცავ, საშინელი ადამიანი ყოფილხარ“, - უთხრა საბამ ხატიას.
კონფლიქტში ბაგირაც ჩაერთო, სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ საბამ მისკენ გაიწია. პროექტის სხვა მონაწილეებმა მათი ერთმანეთისგან გარიდება სცადეს.