VIDEO: რატომ მიიღო კოსტამ „პრაიმ ჰაუსისგან" ერთი გაფრთხილება

პრაიმჰაუსი

„პრაიმ ჰაუსის„ მონაწილემ, კოსტამ პროექტისგან ერთი გაფრთხილება მიიღო.

როგორც პროექტის წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ განაცხადა, კოსტა ლაივ გადაცემაზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა, რის გამოც, ის ერთი დღით სახლში გაუშვეს.

მისი პროექტში დარჩენის გადაწყვეტილება მონაწილეებმა კენჭისყრით გადაწყვიტეს. ყველა მათგანი თვლის, რომ საქციელის მიუხედავად, კოსტამ პროექტში მონაწილეობა უნდა გააგრძელოს.

„თამაშს აქვს თავისი წესები და ამ წესებს უნდა დაემორჩილოთ, ეს მარტო კოსტას და გოგას არ ეხება, ეს ეხება ყველა მონაწილეს. შემდგომში, ვინც ლაივზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდება, ის ვერ დაესწრება ლაივ შოუს, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც აუტსაიდერი იყოს“, - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.