VIDEO: „ბოდიში მოუხადეთ...“ - რატომ დაუპირისპირდნენ გიორგი ნაზღაიძე და ანის დედა პირდაპირ ეთერში

გიორგი ნაზღაიძე

ზუსტად ერთი კვირა რჩება იმის გასარკვევად, თუ ვინ გახდება „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული. პროექტში დაძაბულობა კი, პიკს აღწევს. მაყურებელს არ გამორჩენია, ანისა და გიორგის დაპირისპირება. დიდ ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ გიორგი, ანი და პატრიკი იბრძვიან.

დღევანდელ შაბათის ლაივზე გაირკვევა ვინ გახდება პროექტის ფინალისტი. მონაწილეებს დღეს მხოლოდ გულშემატკივრების ხმები გადაარჩენს. 

ლაივ შოუზე ერთმანეთს ანი ყიფშიძის დედა და გიორგი ნაზღაიძე დაუპირისპირდნენ. 

„სტრიმზე ანის დედა ახსენებს ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც თურმე დედამისს შეურაცხყოფას აყენებენ. ანიმ და ანის დედამ გახსნან ტელეფონები და მიჩვენენონ სქრინები. ამ შემთხვევაში, მე მოვიხდი ბოდიშს. თუ ეს არის ცილისწამება მაშინ მათ მოიხადონ ბოდიში... ჩემს ოჯახს ვინმე თავზე გადაუვლის? ძალიან შეცდით... ორივემ დედა და შვილმა ჩემს ოჯახს ბოდიში მოუხადეთ“ - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.