დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
,,პრაიმ ჰაუსის" წამყვანი გიორგი ნაზღაიძე პროექტის მონაწილეებს ისევ მოულოდნელად დაადგა თავს და სახლში არსებული ვითარება გააკონტროლა.
გიორგი ნანახით უკმაყოფილო დარჩა, მონაწილეებს შენიშვნები მისცა და კვირის ბოსს, კოსტას მიმართა, რომ თავი მაქსიმალურად გამოავლინოს.
,,თქვენ უახლოვდებით ნახევარფინალს, ეს ნიშნავს, რომ თუ იყავით აქტიურები, უნდა გახდეთ ასმაგად აქტიურები, იმიტომ, რომ მაყურებელი ახლა ირჩევს თავის საბოლოო ფავორიტს, რომელსაც გაჰყვება ბოლომდე და მასთან ერთად ჩაერთვება ამ ბრძოლაში, რომელიც უნდა დამთავრდეს გამარჯვებით ერთი ადამიანისთვის.
მოვედი 10 საათზე, გელოდით, გაკვირდებოდით... მოძრაობაც არ იყო კადრში, მივხვდი, რომ უნდა შემოვსულიყავი და მენახა, სუნთქავთ თუ არა...
მოკლედ, იმედს ვიტოვებ, კოსტა, რაც შეჰპირდი მაყურებელს და მონაწილეებს, იქნები ისეთივე ბოსი და აღარ დამჭირდება ყოველ დილით შემოსვლა. მე შემიძლია ყოველ დილით, თქვენი მაღვიძარა გავხდე და ვაკონტროლო ის ჭურჭელი და ყველაფერი, რაც დამხვდა.
კოსტა, ასე მარტივად ვერ შეგაფასებ, კარგი ხარ თუ ცუდი, ბოსობაში, ვნახოთ, შენი ,,ივენთი" როგორ ჩაივლის, ეს გამოავლენს ერთ ნაბიჯს, როგორ შეგიძლია, ორგანიზებულად მართო...", - უთხრა გიორგი ნაზღაიძემ კოსტას.