პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გივი სიხარულიძე 79 წლის გახდა. წარსულში წყლის მოთხილამურე და მოცეკვავე "ასაკშიც" შესაშურ ფორმაშია მიუხედავად იმისა, რომ არც ქეიფებს იკლებს და არც აშუღ-ყარაჩოღელობას.
დაბადების დღე სამეგობროში აღნიშნა, თანაც ორდღიანი. შესაბამისად, ინტერვიუსთვის ვერ მოვიხელთეთ. ვინაიდან, მისი და ფიტნესინსტრუქტორის, მაკა ხაზანიშვილის ცეკვის ვიდეოს დიდი რეზონანსი მოჰყვა, ამიტომ იუბილარზე სასაუბროდ მაკას დავურეკეთ.
მაკა ხიზანიშვილი: გივი შარშან ივნისში გავიცანი, გადაღებაზე. მხიარული, დადებითი, ენერგიული პიროვნებაა. სულ ღადაობს. ძაან მიყვარს გივი.
რა თქმა უნდა, სპორტული წარსულიდან გამომდინარეა ასეთ ფორმაში. წყლის მოთხილამურე იყო. მაგარ ტანზე იყო, ახალგაზრდობის ფოტო მაჩვენა. არც ვიცოდი, ასეთ ფორმაში თუ იყო. ახლანდელ ბოდიბილდერებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
ახლა აქტიურ სპორტში არ არის, თუმცა კუს ტბაზე თავის მეგობრებთან, ძველ თბილისელებთან ერთად სეირნობს და ჭუკჭუკებს. სომხურად კარგად საუბრობს. "კარენოი" თბილისელები საუბრობენ სომხურადო, ჩემმა მეგობარმა მითხრა.
ძალიან კარგად წერს. მისი წიგნი მე არ წამიკითხავს, მაგრამ ბაკურიანში რომ ვიყავით "სხვა რაკურსის" გადაღებაზე, დათო ლიკლიკაძე საუზმეზე ჩამოსვლას აგვიანებდა, თქვენს წიგნს ვერ მოვშორდიო, გივის ეუბნებოდა. გივის ავტობიოგრაფიული წიგნით აღფრთოვანებული იყო დათო.
კარგად ცეკვავს. გადაღებებზე ვიცეკვეთ და ეს ყველამ ნახა. მისგან კომპლიმენტებიც მივიღე, ძლიერი, ენერგიული ქალბატონი ხარო. ცეცხლოვანი, ენერგიული, ფიტნესინსტრუქტორი მიწოდა.
ჩვენ ახალი ვიდეოც გვაქვს, ცეკვის. (ვიდეოს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ)
კაი თბილისელი ტიპია. მინდა ჯანმრთელი იყოს და დიდხანს იცოცხლოს, ენერგიული, ღადაობის განწყობაზე. ისტორიებს რომ იგონებს, ეს თვითონაც თქვა, მაგრამ როდესაც ჰყვება, მოსასმენად იმდენად სასიამოვნოა, რომ მაგას აღარ აქცევ ყურადღებას. მის ისტორიებში სიმართლე არის, მაგრამ იუმორით აფორმებს, კაცი მსახიობია. სასწაულად ჰყვება.
მინდა კიდევ ბევრ გადაღებაზე წავიდე მასთან ერთად.