პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თუ ვინმეს შეუძლია Radiohead-ის სიმღერა, ეს არის ნინი“ – ასე შეაფასა ამერიკულმა „ვოისმა“ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ქართველი მომღერლის, ნინი ბრეგვაძის გამოსვლა და სწორედ ამ შთამბეჭდავი შესრულებით გადავიდა ნინი ამერიკული „ვოისის“ მეორე ტურში.
ქართველი გულშემატკივრებისთვის ამ სასიხარულო ინფორმაციის გაზიარებისას ნინიმ აღნიშნა, რომ ნოკაუტის ტურში გამარჯვება განსაკუთრებით ეამაყება, რადგან მისთვის საყვარელი სიმღერა, Radiohead-ის ცნობილი ჰიტი Karma Police შეასრულა.
ნინი ბრეგვაძის ნამღერმა ჟიურიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
როგორც ჩანს, ემოციის მოთოკვა არც ქართველი შემსრულებლებისთვის აღმოჩნდა ადვილი.
„არ ვიცი, მანდ როგორ არ ვიტირე“, – წერს ნინი ბრეგვაძე და იმ ემოციებს გვიზიარებს, რომელიც საკუთარი შესრულების მოსმენისას დაეუფლა.
ცნობისთვის, ნინიმ წარმატებით გაიარა წინა ტურებიც. მან ბრმა კასტინგზე ყველა მწვრთნელის შემოტრიალება შეძლო, საბოლოოდ კი, ნაილ ჰორანი აირჩია.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჩემი ცხოვრების სიყვარული…“ - თათია შარანგია მეუღლეს მიმართავს
“მთელ სამყაროში საუკეთესო მამაკაცი ავირჩიე…” - რას წერს თათა გიორგობიანი