როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
2 სექტემბერს, ანსამბლმა „ოდამ“ ბათუმში კონცერტი გამართა. კონცერტზე მომღერალ ლევან კბილაშვილის ვიდეოჩანაწერიც გადიოდა, რითაც მსმენელს გამორჩეული და ემოციური საღამო აჩუქეს.
„დღეს, ბათუმში, შენ მღეროდი ჩვენთან ერთად, ძმაო “, – წერია ანსამბლ „ოდას“ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე.
ლევანის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ანსამბლის მომღერლებს ლევანის დაფასებიდან და პატივისცემისთვის.
„არ ვიცი რა ვქნა: როგორ მოვიქცე, როგორ გავაგრძელო ცხოვრება
რა გააკეთე ამისთანა, როგორ იცხოვრე, როგორ მოახერხე ასეთი სიყვარული, ერთგულება და განსაკუთრებული მეგობრობა, რომ გვერდიდან არ კი არა ვერ გიცილებენ, არსად გიშვებენ სულ მათთან ერთად ხარ და ალბათ არც გაგიშვებენ. ამ ყველაფერს ხომ დამსახრება უნდა, რომ მარტო ამ ბიჭების არა, უამრავი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურო ისე, რომ ყველგან შენი ხმა ისმოდეს ამდენი კომენტარი იწერებოდეს.
და ვიდრე ეს ბიჭები და არა მარტო - შენს სიმღერებს შენთან ერთად სცენაზე გააჟღერებენ,რომლებსაც ასე რუდუნებით ეპყრობიან და უფრთხილდებიან,რადგან ის შენი “ექსკუზივია”, სრულიად შენია, მე დღეს დავრწმუნდი, რომ უფლება არ მაქვს არ ვიბრძოლო ჩემი ჯანმრთელიბისთვის და არ ვიამაყო შენით
მადლობა ბიჭებო
მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისთვის
მადლობა ყველაფრისთვის
წარმატებები და ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული თქვენ ჩდემი გულის უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გათბობისთვის