1770743848
VIDEO: ალექსანდრე ზაზარაშვილის საოცარი შესრულება ამერიკაში 26 მაისთან დაკავშირებით
26 მაისთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ღონისძიებები იმართება. მათ შორის აშშ-ში, ფილადელფიაში, საიდანაც ვიდეოს სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ამერიკაში მცხოვრები ქალბატონი აქვეყნებს.
ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ნიუ-იორკში წარმატებით მოღვაწეობს და მუსიკალურ სფეროში თავის ადგილს იმკვიდრებს, ამ ღონისძიებაზე შესანიშნავად შეასრულა სიმღერა სამშობლოზე.
ვიდეომ საზოგადოება აღაფრთოვანა და ალექსანდრეს ნამღერმა გულთბილი კომენტარებიც დაიმსახურა:
„უნიჭიერესი ბიჭი, საოცარი პიროვნება, უკეთილშობილესი“, „სასწაული ხმა აქვს“, „გენაცვალე შვილო, ქართულ გენში“, „ჩვენო სიამაყე, ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე“,- წერენ კომენტარებში.










