მსოფლიო დაიღალა პუტინის პირადი კომპლექსებით - პოდოლიაკი

პოდლიაკი

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეხუთე თვეს მსოფლიო დაიღალა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის გაზის შანტაჟით და კომპლექსებით“,- ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა  Twitter-ზე დაწერა.

„დაივიწყეთ ფრაზა "დაიღალა უკრაინა". მსოფლიო არ დაიღალა უკრაინის მხარდაჭერით. მსოფლიო დაიღალა რუსული გაზის შანტაჟით, ხელოვნური კრიზისებით, ინფლაციით, პოლიტიკური მკვლელობებით, ქიმიური იარაღით, ტერორით და მუდმივი თავხედური სიცრუით. დაიღალა პუტინის პირადი „კომპლექსებით“- აღნიშნა პოდოლიაკმა.