VIDEO: 27 წელი სიბნელეში - დათვის რეაქცია, რომელმაც ცხოვრებაში პირველად დაინახა ცა

დათვი

ჰიმალაის დათვმა, სახელად სენმა, თითქმის სამი ათწლეული გაატარა საშინელ პირობებში, სანამ საბოლოოდ მიიღებდა ახალი ცხოვრების შანსს.

დათვი 27 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ვიწრო ლითონის გალიაში ვიეტნამის ერთ-ერთ ფერმაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცხოველი ნახევრად სიბნელეში იყო და ვერ ხედავდა ცას.

ცხოველთა უფლებების დამცველებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უყურებს დათვი პირველად ცას. 

ვიეტნამის ფერმაში მსგავსად დაახლოებით 150 დათვი არის გამომწყვდეული. ისინი ე.წ. „ნაღვლის ფერმებში“ იმყოფებიან. ადგილზე ფერმერები დათვის სხეულიდან ნაღველს იღებენ, რომელიც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by The Dodo (@thedodo)