პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თელავში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპულ შოთიკო ბოჭორიძეს, მისი მეგობარი, „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და ვიდეოს აქვეყნებს:
,,სიკვდილს რა უნდოდა შენთან შოთი... როგორ მტკივა შენი სახელიც კი...
ჩემო თბილო ტკბილო და სიცოცხლით სავსევ, ჩვენს გვერდით აღარა ხარ, თან წაიღე ჩვენი გული, სიხარული, ღიმილი, რომელიც შენ, ჩვენ ასე გვშვენოდა და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი, რომელიც არასოდეს ამოვა ჩვენი გულებიდან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩემო ძვირფასო ადამიანო!
ყველას რომ შეძლებოდა ისეთი სიყვარული როგორიც შენ @shotiko bochoridze სამყარო მუდამ მზესავით თბილი და ნათელი იქნებოდა... მაგრამ...
ჩვენი ისევ უაზრო მოლოდინით გათენებული დილა, ისევ მოლოდინი იმისა, რომ გვეტყვიან ეს სიცრუეაო, და ეს ყველაფერი სიზმარიაო, მაგრამ ამას ვერავინ გვეუბნება. დღეები მიდიან და სულ უფრო გვენატრები.
როგორი გაუსაძლისი ხარ როგორი მწარე და აღუწერელი. ყოველი დღე იმედის მომტანი იყო და ახლაა ყოველი დღე ჯოჯოხეთური სატანჯველი გახდა ჩვენთვის... როგორ არ გვინდა ისეთი გაციებული და გაქვავებული შენი ნახვა კურდღელაურის სასაფლაოს ქვაზე დაუჯერებელია შენი არყოფნა.
გული და სული თან წაიღე, რატომ შენ? შენ რატომ წადი იქ საიდანაც არ ბრუნდებიან ასეთი უსასრულობა როგორ მოგაწერა ცხოვრებამ.
ყველასთვის თბილი და მოსიყვარულე იყავი.... ჩვენი დრო აქ გაჩერდა, დღეები მიდიან მაგრამ ჩვენი დრო გაჩერებულია. ნუთუ სამართალი საერთოდ გაქრა ქვეყანაზე, ნუთუ ასეთი დაუნდობელია ეს ცხოვრება რომ ასეთი სიმწარი გადატანა გვიწევს. შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული. ჩვენს ცხოვრებას შენი სახელი ჰქვია, შენ იქეცი ჩვენი ცხოვრების სათაურად შოთი", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.