"უინონა რაიდერმა ჯონისთან დამარეკინა... ყველაფერი გავიგე" - რა ისტორიას იხსენებს ქრისტინა რიჩი

ჯონი დეპი და რიჩი

ამერიკელი მსახიობი ქრისტინა რიჩი ტელეწამყვან ენდი კოენთან საუბარში იხსენებს, რომ პირველად ჯონი დეპისგან გაიგო, რას ნიშნავდა სიტყვა გეი და ჰომოფობია.

„9 წლის ვიყავი, ჯონი დეპისგან რომ გავიგე, რას ნიშნავს ჰომოსექსუალობა. გადასაღებ მოედანზე რაღაც ხდებოდა, ვიღაც ვიღაცას ეუხეშა და თქვეს, შეიძლება ჰომოფობიაო. ვიკითხე, ეგ რას ნიშნავს-მეთქი. უინონა რაიდერთან ერთად ვიყავი და იმან მითხრა, არ ვიცი, როგორ აგიხსნაო... ასე რომ, ჯონისთან დამარეკინა, რომელმაც ყველაფერი გამაგებინა",- აცხადებს რიჩი. 

ქრისტინა იხსენებს, რომ დეპმა მის დასმულ შეკითხვაზე პასუხი მშრალად, მაგრამ მარტივად და გასაგებად გასცა.