რატომ აქვს სამეფო ოჯახში ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე საძინებლები

სამეფო ოჯახი

სამეფო ოჯახში  უამრავი უცნაურ ტრადიცია და წესი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კი ასე გამოიყურება: სამეფო ოჯახში ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე საძინებლები აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სამეფო ოჯახებში ცოლ-ქმრის ცალ-ცალკე ძილი საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

„ინგლისის სამეფო და დიდგვაროვანთა ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა ცოლ-ქმრის სხვადასხვა საძინებელში ძილის ტრადიცია. დარწმუნებული ვარ, არავის ესიამოვნება, თუ მეუღლე ძილში ხვრინვას ამოუშვებს ან ფეხს მოგარტყამთ“ - ასე განმარტავს უცნაურ ტრადიციას პრინც ფილიპის ბიძაშვილი, ლედი პამელა ჰიქსი.

ლედი პამელას თქმით, საძინებლებს შორის კარი არ იკეტება და მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთმანეთის მონახულება.