„43 სართულიდან გადმოვარდა...“ - ვინ არის ბათუმში დაღუპული კაცი
1777924526
დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ლავინია და მიშელ ოსბორნებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა მამა ჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დედისგან, ერთდროულად დაიბადნენ.
The Guardian-ის ცნობით, 49 წლის ლავინია და მიშელი არაიდენტური ტყუპები არიან. მათ თითქმის ერთნაირი თვალები აქვთ, თუმცა სახის ქვედა ნაწილით განსხვავდებიან. ისინი მთელი ცხოვრება დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვიძლი დები იყვნენ და გაოგნდნენ, როდესაც 4 წლის წინ ჩატარებულმა დნმ-ტესტმა აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა მამისგან დაიბადნენ.ეს არის უიშვიათესი ბიოლოგიური მოვლენის მაგალითი, რომელსაც ჰეტეროპატერნული სუპერფეკუნდაცია ეწოდება.
ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში ერთზე მეტი კვერცხუჯრედი გამოიყოფა და ფერტილობის პერიოდში (ოვულაციის ფანჯარა) მათი განაყოფიერება სხვადასხვა კაცის სპერმატოზოიდებით ხდება.
მსოფლიოში მხოლოდ 20-მდე მსგავსი შემთხვევაა დოკუმენტირებული, დიდ ბრიტანეთში კი ეს მოვლენა პირველად დაფიქსირდა. ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ამის გარკვევა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ტყუპები დნმ-ტესტის ერთობლივად ჩატარებას გადაწყვეტენ.
Ancestry-ის დნმ-ტესტი ჯერ მიშელმა გაიარა, შემდეგ კი ლავინიამ. შედეგები მათ დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში შეიტყვეს. ამ ამბავმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი, რაც მანამდე საკუთარი წარმომავლობის შესახებ იცოდნენ და პასუხგაუცემელი დატოვა კითხვა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რეალურად მათი დედის ცხოვრებაში მათ გაჩენამდე. ამავდროულად, ამ იშვიათმა ბიოლოგიურმა მოვლენამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.
„არ გამკვირვებია იმის გაგება, რომ სხვადასხვა მამა გვყავს. ჩვენ ხომ ასეთი განსხვავებულები ვართ“, - ამბობს მიშელი. ლავინიამ კი ეს ინფორმაცია ბევრად უფრო მწვავედ და ემოციურად მიიღო.
დებმა ბიოლოგიური მამების პოვნა შეძლეს. ამის წყალობით მათ სხვა და-ძმები, ასევე დისშვილები და ძმისშვილები აღმოაჩინეს.
მიშელის მამა ალექსია, რომელიც უსახლკაროა და ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას ებრძვის. მიშელმა ასევე დაჟინებით მოითხოვა, რომ ლავინიასაც ეპოვა თავისი მამა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ის ამის წინააღმდეგი იყო. დღეს ქალს მამასთან, რომელსაც არტური ჰქვია, თბილი ურთიერთობა აქვს.