წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ბრიტანელი მწერლის ჰოლი სმეილის ცნობილი წიგნების სერია „გიკი გოგო" სერიალად იქცევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პოპულარულმა სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსმა ეკრანიზაციის უფლება უკვე მოიპოვა.
როგორც ცნობილია, პროექტზე კანადური და ბრიტანული საპროდიუსერო კომპანიები იმუშავებენ, გადაღებები კი მიმდინარე წელსვე დაიწყება. თინეიჯერების საყვარელი წიგნების სერიას 10-ეპიზოდიან სერიალად გადაიღებენ.
გიკი გოგო 15 წლის მოზარდის, ჰარიეტ მანერსის, შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თანატოლებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და მეტიც, სკოლაში გამუდმებული დაცინვის სამიზნეა. თუმცა, მანერსის ცხოვრებაში ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მოდელობის შანსი ეძლევა. აღსანიშნავია, რომ წიგნის სიუჟეტი ნაწილობრივ ეფუძნება ავტორისეულ გამოცდილებას.