„...წესით ივანიშვილზე მდიდარი უნდა იყოს და პარიზში ჩემს გვერდით კარგი ბინაც უნდა ჰქონდეს“- ფხაკაძე ცაგარელს აკრიტიკებს

ფხაკაძე ცაგარელი

„სამყაროში არსებობს სიცოცხლის სხვა ფორმები. გვიყურებენ, გვაკონტროლებენ და გვაკვირდებიან, რომ დედამიწა არ გავანადგუროთ“ - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის ამ განცხადებას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება და აკრიტიკებს.

მისი თქმით, ასტროლოგია ცრუ მეცნიერებაა და ხალხის მოტყუებას ემსახურება.

„გაფიცებთ, ამის მოსმენის შემდეგ... ერი ვერ არის კარგად... ეს პიროვნება ქვეყანაში ყველაზე „მოთხოვნადია“. ეს ადასტურებს, რომ ქვეყანაში „დაბოლების“ მანია არის. ანუ ყოველ დღე ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ. ერთი ლოგიკური შეკითხვა - „ფულს იშოვით“, „გამდიდრდებით“, „ამას და იმას თუ გააკეთებთ“... წესით ივანიშვილზე მდიდარი უნდა იყოს და პარიზში ჩემს გვერდით კარგი ბინაც უნდა ჰქონდეს… არც ერთი აქვს და არც მეორე… ასტროლოგია არ არის მეცნიერება, ეს არის ცრუ მეცნიერება!“ - წერს ფხაკაძე.