დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი - მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს

მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 5 დეკემბრის პროგნოზის შესახებ საუბრობს.

ნუ დაკარგავთ დროს მეორეხარისხოვან საქმეებზე, უმჯობესია გამოყოთ პრიორიტეტული საკითხები და იზრუნოთ მათ მოგვარებაზე.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

მოერიდეთ სხვათა განკიცხვას და განკითხვას.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და ზედმეტი პრეტენზიების წაყენება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსნისთვის.