1736011591
თათია შარანგია ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა - ვინ არის ტელეწამყვანის შეყვარებული?
თათია შარანგია ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა. ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა.
თათია შარანგიას რჩეული ჯარჯი თორაძეა. მახვილ თვალს, წყვილის ხელზე არც საქორწინო ბეჭდები გამოეპარება.
ჯარჯი თორაძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. ის ზაზა თორაძის შვილია.
ძმები თორაძეები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილები არიან. 30 წლის წინ თბილისში თორაძეების ოჯახის რამდენიმე წევრი სასტიკად მოკლეს.
თათია შარანგია და ბიზნესმენი სანდრო შელია ერთმანეთს ივლისის თვეში დაშორდნენ. შარანგიამ დუმილი მალევე დაარღვია და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხა.
„უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით. სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი ბიჭების მამა. მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არაჩვეულებრივი 10 წლისთვის, რაც ერთად გავიარეთ. ვრჩებით არაჩვეულებრივ მეგობრებად და ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად. რაც მთავარია, ეს გვერდში დგომა, რასაც ერთმანეთს ვპირდებით, არასდროს იქნება ცარიელი სიტყვები. ერთმანეთის სიტყვის ფასი ორივემ კარგად ვიცით, მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული ჩვენგანის ხელშია და ის სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე“, - წერს ის.
მანამდე, სოციალურ ქსელში სანდრო შელიამ დაპოსტა და სწორედ აქედან შეიტყო ფართო საზოგადოებამ მათი დაშორების შესახებ.