ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
მომღერალი თამუნა ამონაშვილი საკუთარი ბენდის გაკეთებას აპირებს. როგორც იგი ამბობს, ამ დროის განმავლობაში საკმაო ხანს დაისვენა და ახლა უკვე დროა, მუსიკაში კვლავ აქტიურად ჩაებას.
სამომავლო გეგმებზე და ახალ კლიპზე თამუნა ამონაშვილი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
„სიმღერა სიყვარულზეა, მე ხომ ყველაფერს სიყვარულზე ვმღერი. მიყვარს, სადაც არის სითბო და სიყვარულის რაიმე შტრიხი მაინც. 10 დღეა, რაც კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ძალიან წარმატებულად ჩატარდა. დიდი ემოციები მივიღე. ამ დროს ვამბობ, მადლობა ღმერთს, ტყუილად არ მიშრომია. ხელოვანი ადამიანები იმდენ ენერგიას დებენ ნაშრომში, რომ პატარა უარყოფითი შტრიხიც კი, გულსატკენია. ძალიან ბევრი მწერს, რომ უკვე ძალიან უყვართ ეს სიმღერა. მინდა ბენდი შევქმნა, იმიტომ რომ საკმაოდ დავისვენე. უცხოეთში, სადაც დროებით ვცხოვრობდი, მყავდა ბენდი და მინდა აქაც განვაახლო. მომღერალი სული მაქვს და ასე ვერ ვიჯდები“,- ამბობს თამუნა ამონაშვილი.