პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალი წლის ჯადოსნური განწყობა თამო ვაშალომიძისთვის განსაკუთრებით ძვირფასია. ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარს ეს დღესასწაული და ახლა უკვე ცდილობს, საკუთარ შვილებსაც შეაყვაროს. ჟურნალმა „თბილისელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა და გასულ წელსა და მომავალზე ესაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
თამო ვაშალომიძე: ახალი წელი დაბადების დღეზე მეტად მიყვარს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. რაც ბავშვები მყავს, კიდევ უფრო ვცდილობ, სახლში სიხარული და ბედნიერება სუფევდეს
- რას ელოდები 2023 წლისგან?
- 2022 არ იყო ძალიან ცუდი წელი, მაგრამ ჩემთვის დეპრესიული აღმოჩნდა. უცებ გადაუდებელი ოპერაცია გავიკეთე, პრომლემები მქონდა აკასთან ვიღაცის გამო. ბავშვთან დაკავშირებითაც იყო პრობლემები, ყველაფერი ცუდად აეწყო, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. აქამდე არ ვიცოდი, რა იყო დეპრესია, სახლში არც ახლა ჩავკეტილვარ, ვინ ჩამკეტავს, იმდენი საქმე მაქვს. მაგრამ შინაგანად ცოტა უბედური გავხდი, მოწყენილი და ჩაკეტილი. შვილები მყავს, მეუღლე მყავს და ასე არ უნდა ვიყო, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიურად ეს პერიოდი. ამას არავის ვანახვებ, რა საჭიროა, თან, როცა შვილები გყავს, სულ მხიარული და ენერგიული უნდა იყო. ვფიქრობდი, ფსიქოლოგთან ხომ არ წავიდე, რომ ცოტა შემაჯანჯღაროს-მეთქი. თან, სულ განვითარებაზე ვფიქრობ, თან არაფერი არ მინდა. ნაძვის ხის დადგმაც კი არ მინდოდა, მაგრამ ძალით ვაკეთებ ყველაფერს. თითქოს პულტი მიჭირავს და ჩემს თავს ძალით ვმართავ. იმედი მაქვს, ეს პრობლემები და მდგომარეობა ამ წელს გაჰყვება და 2023-ში აღარ შეგვაწუხებს.