დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ცოტა ხნის წინ Netflix-მა მეგანისა და პრინცი ჰარის შესახებ დოკუმენტური სერიალის პირველი სამი ეპიზოდი გამოაქვეყნა.
როგორც მინისერიალიდან ვიგებთ, ქორწილის დღეს სასექსის ჰერცოგინია წმინდა გიორგის სამლოცველოში დედასთან ერთად უნდა მისულიყო, საკურთეველთან კი მამას უნდა მიეცილებინა. თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა როგორც დაგეგმილი იყო.
„მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაჩემი ტაბლოიდებისგან ფულს იღებდა, სანაცვლოდ კი მათ ისეთ ფოტოებს აძლევდა, როგორიც სურდათ. მაშინვე დავურეკე და ვკითხე, მამა ეს სიმართლეა- მეთქი, მან ყველაფერი უარყო. მეორე დღეს პრესა იუწყებოდა, რომ მამაჩემი ჩემს ქორწილში არ მოვიდოდა და არც საკურთხევლამდე მიმაცილებდა. შოკში ვიყავი, მაშინვე მამასთან დაკავშირება ვცადე, თუმცა უშედეგოდ. მერე ისევ ტაბლოიდებისგან გავიგე, რომ გულის შეტევა ჰქონდა. კიდევ მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. რამდენიმე დღეში კი მამას ტელეფონიდან შეტყობინება მომივიდა.. მაშინვე მივხვდი, რომ მის ნაცვლად სხვა ადამიანი მწერდა..“,- იხსენებს მეგან მარკლი.