ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
სილვესტერ სტალონეს მეზობლები აუჯანყდნენ. 78 წლის მსახიობმა, რომელიც პალმ ბიჩში, ფლორიდაში, ცხოვრობს, გადაწყვიტა, მისი სახლის გვერდით წყალქვეშა ბარიერის აეშენებინა. მსახიობმა გეგმა ფლორიდის გარემოს დაცვის დეპარტამენტს და აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსს წარუდგინა და მოითხოვდა ზღვის მცენარეების ბარიერის მოწყობას.
პროექტის საერთო მიზანია ცნობილი ადამიანების საკუთრებისგან ნავების მოშორება, ნათქვამია არმიის კორპუსში გეგმების შესახებ საჯარო შეტყობინებაში.
ჰოლივუდის ვარსკვლავი, წლების განმავლობაში სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრების შემდეგ, ფლორიდაში გადავიდა. საპროექტო დოკუმენტაციაში ის სამთავრობო მიწის იჯარით გაცემას ითხოვდა ბარიერის სათანადოდ განთავსებისთვის. სტალონეს მეზობელმა ბრედფორდ გარიმ კი განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ფლობს ძვირად ღირებულ ქონებას და ერთ-ერთ ულამაზეს სახლს, მას "ზედმეტი მოსდის".
სილვესტერ სტალონემ 2020 წლის ბოლოს იყიდა შვიდ ოთახიანი სახლი იყიდა 12 სველი წერტილით. სახლი ტბის პირას მდებარეობს, მდიდრული ქონება 13000 კვ. ფუტს მოიცავს და აერთიანებს მთავარ სახლს, სასტუმრო სახლს და ულამაზეს აუზს აღნიშნულმა გეგმამ, სტალონეს მეზობლების გარკვირვება გამოიწვია.
მაცხოვრებლებს 25 დეკემბრამდე აქვთ ვადა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად და სურვილის შემთხვევაში, მის გასასაჩივრებლად.