„სიხარულისგან ფეხები ამიკანკალდა და კიბიდან დავგორდი" - რა სიურპრიზი მოუწყო პრინცესა დაიანამ პრინც უილიამს დაბადების დღეზე

princess diana

პრინცმა უილიამმა ერთ-ერთ ინტერვიუში პრინცესა დაიანას შესახებ ისაუბრა და ის ტკბილი მოგონებები გაიხსენა, რომლებიც დედასთან აკავშირებს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კემბრიჯის ჰერცოგმა განაცხადა, რომ ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულს დაბადების დღეზე დედამ სახლში სინდი კროუფორდი, კრისტი ტურლინგტონი და ნაომი კემპბელი დაახვედრა. პრინცესა დაიანამ იცოდა, რომ შვილს ისინი ძალიან უყვარდა და ოთახის კედლები მათი პოსტერებით ჰქონდა სავსე. ამიტომ გადაწყვიტა უილიამი გაეხარებინა. 

როგორც მოგვიანებით კემბრიჯის ჰერცოგმა გაიხსენა, მათი დანახვისას ისე დაიბნა, რომ ფეხები აეხლართა და კიბეებიდან დაგორდა.  

უილიამი და ჰარი ხშირად ამბობენ, რომ მათი დედა სუფთა ჰაერივით იყო - ჰაერივით,  რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს ჩუქნიდა.