პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ხალხის ადვოკატი, სტილის აიქონი, ყველაზე დიდი ქველმოქმედი და ქალი, რომელსაც ემოციების გამოხატვის არასდროს რცხვენოდა - ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ლედი დის დახასიათებისას ყველაზე ხშირად იყენებენ.
მართალია, უელსის ყველაზე ტრაგიკულმა პრინცესამ მხოლოდ 36 წელი იცოცხლა, თუმცა, ამ მცირე დროის განმავლობაში, მან ყველაზე მთავარს მიაღწია, თავი მთელ მსოფლიოს შეაყვარა და ინგლისის ნამდვილ დედოფლად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ლედი დი ხალხთან შეხვედრისას სამეფო პროტოკოლით გათვალისწინებულ ხელთათმანებს არასდროს იცვამდა. უელსის პრინცესას სურდა ხელის ჩამორთმევისას ადამიანებთან ბოლომდე გულწრფელი ყოფილიყო და მათთან სულიერი კავშირი ეგრძნო.
ლედი დი მაკიაჟსაც თავად იკეთებდა, ცდილობდა საქველმოქმედო შეხვედრებზე მაქსიმალურად უბრალო ტანისამოსი ჩაეცვა, ბავშვებთან შეხვედრისას კი ისეთ სამკაულებს იკეთებდა, მათთან თამაში მარტივად შეძლებოდა.