„გარე სამყაროს სრულად მოწყვეტილია, დაკავშირებას ვერ ვახერხებთ" - გელა დაიაური სტიქიის ზონაზე

xaxabo

„ერთი კაცია დარჩენილი მოწყვეტილ სოფელში" - ასე ეხმაურება მომღერალი გელა დაიაური ხევსურეთში მომხდარ სტიქიას. 

როგორც ის „პრაიმტაიმთან" საუბარში ჰყვება, ხევსურეთში, სოფელ ხახაბოში მხოლოდ ერთი მუდმივი მცხოვრები მამაკაცია. 

ის გარე სამყაროს სრულად მოწყვეტილია, რადგან ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. 

"ხევსურეთში, სოფელ ხახაბოში, ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ამ სოფელში მუდმივი მცხოვრები ერთადერთი ოჯახია, ცოლ-ქმარი არიან. მათთან სატელეფონო კავშირს ვერ ვახერხებთ, ყველგან მობილური ტელეფონი არ იჭერს."  - ამბობს გელა დაიაური.