საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1728417239
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეთერთმეტე სეზონის გამარჯვებული, ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს.
„The Final Show - ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ამ პროექტში მონაწილეობა. ყველაზე ბრჭყვიალა, ბედნიერი, საოცარი ემოციებით და ენერგიით სავსე სამი თვე გავიარეთ ერთად! რთულია სიტყვებს თავი მოვუყარო და გადმოვცე ჩემი განცდები.
მადლობა TV Imedi-ს, პროექტის შემქმნელებს, ყველა იმ ადამიანს, სუპერ პროფესიონალებს, ვინც დაუღალავად შრომობს კადრს მიღმა მადლობა, ამ საოცარ ბიჭს, ერეკლეს, წესიერი, ნიჭიერი, ერთგული, შრომისმოყვარე, თავისი საქმის პროფესიონალი, იშვიათი ადამიანური თვისებებით სავსე, შეუძლებელი შემაძლებინა. მიყვარხარ მე შენ.
მადლობა, ჩემს ოჯახს, ჩემს სამეგობროს, სანათესაოს, ჩემს „ღამის შოუს“ გუნდს და ყველაზე დიდი მადლობა თქვენ, ჩემო გულშემატკივრებო! პირველივე წამიდან, თქვენ მაძლევდით მოტივაციას და ძალას, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა!
თქვენი ანთებული თვალები, სიყვარულით სავსე შეტყობინებები… ჩვენ ერთად გავიარეთ ეს პერიოდი და მადლობა, რომ იყავით და ხართ ჩემთან ერთად! თქვენთან ერთად ვიცი, ყველაფერს შევძლებ!
ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, დაგიბრუნოთ ასმაგად ის სიყვარული, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე! უსაზღვროდ მადლიერი და ბედნიერი ვარ! მიყვარხართ ადამიანებო!“ - წერს კირკიტაძე.