„შეცდომა დავუშვი, ეს წლების შემდეგ ვაღიარე...“ - ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია

მგონი, ძალიან თანამედროვე დედა ვარ. მე ნინის გაზრდაში ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ეს წლების შემდეგ ვაღიარე, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, პირველი შვილის, ნინი ქარსელაძის მიმართ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე ანასტასიასთან.

„ნინის არაფრის უფლებას ვაძლევდი და ყველაფრის უფლებას ვაძლევ ანასტასიას. იყო აკრძალვები და კონკრეტული დროის დაწესება, მაგრამ ანასტასია 16 წლის რომ გახდა, დროის კონტროლი დავთმე. კარგად სწავლობს და ამის ფონზე თითქმის ყველაფრის უფლებას ვაძლევ. თავად იცის, რა დრო უნდა დაუთმოს სოციალურ ქსელს, სწავლას, ქუჩაში ყოფნას. თუმცა, მინდა ვაღიარო, რომ მისი მეგობრებთან ურთიერთობა მებევრება. ერთადერთი რასაც მისგან მოვითხოვ, კარგად სწავლაა. კომპლიმენტებსაც ვეუბნები, როცა კარგად სწავლობს ვაქებ, რაც ნინის შემთხვევაში არასდროს გამიკეთებია. ამიტომ ანასტასიას შემთხვევაში მგონია, რომ უკეთესი დედა ვარ, ვიდრე ნინის შემთხვევაში.“ - ამბობს ხათუნა ჟორდანია.