„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მომღერალი ზურა ხაჩიძე 2 დღის მანძილზე გარდაცვლილ 3 მეგობარზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
სიკვდილო! სიკვდილო! სიკვდილოოოო! რა გინდა? რას გვერჩი?რატომ არ გვანებებ თავს?! შენთან შერკინებაში უძლურია კაცობრიობა.
ამ ორი დღის მანძილზე სამი ღირსეული, შეუშლელი ძმობაში,პროფესიონალი თავის საქმეში, მამულიშვილი დავკარგეთ! უჩა მალაზონია, ლაშა გოგიაშვილი, შალვა ბერძენიშვილი - ძალიან რთული იქნება თქვენს გარეშე ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ თქვენ ამ ქვეყანაში დატოვეთ - სიყვარული, სითბო და მოგონება, რომელიც მეხსიერებიდან არ წაიშლება და გულში სულ იქნება...
ამ ბოლო დროს ნელ-ნელა ვხვდები, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის წახვედი ამ ქვეყნიდან,მთავარი ის არის რამდენი სიკეთის გაკეთება მოასწარი და რამდენ ადამიანს გაუთბე გული! ღმერთმა მოიხსენო თქვენი სულები!ამინ“ - წერს ზურა ხაჩიძე.