1728312638
შექმნეს ინოვაციური ბალიში, რომელიც ხვრინვას ამოიცნობს და თავს სათანადო პოზიციაში დაგადებინებთ
შექმნეს ინოვაციური ბალიში, რომელიც ხვრინვას ამოიცნობს და თავს სათანადო პოზიციაში დაგადებინებთ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ხსენებული პროდუქტი Motion Pillow-ის სახელითაა ცნობილი და ის სამხრეთ კორეულმა სტარტაპმა 10minds შექმნა. ბალიში მანქანური დასწავლის მეთოდს იყენებს, რათა ხვრინვის ხმა დააფიქსიროს, მისი იდენტიფიცირების შემდეგ კი სრულიად ავტომატურად მოქმედებს.
ის ისე იბერება, რომ მომხმარებლის თავს უბიძგებს, პოზიცია შეიცვალოს და გვერდით გადაიწიოს. როგორც კი ხვრინვის ხმა შეწყდება, ბალიში ისევ იჩუტება. კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ პროდუქტის კლინიკური კვლევების მიხედვით, ცდისპირთა 93.7 პროცენტში ხვრინვამ იკლო, ხოლო მისი ხანგრძლივობა 44.4 პროცენტით შემცირდა.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888