დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
მსახიობი ანა ტყებუჩავა „თბილისელებთან“ ინტერვიუში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ საუბრობს.
კითხვაზე გაგრძელდება თუ არა სერიალი მსახიობმა ასე უპასუხა:
„შეიძლება, რაღაც დროით დაპაუზდეს, ამ პაუზაში ვიღაცები დარჩნენ, ვიღაცები წავიდნენ, მაგრამ სანამ მაყურებელს ენდომება, სანამ ქეთის ექნება იდეები სცენარისთვის და „ფორმულა კრეატივს“ სურვილი, რომ სერიალი ჰქონდეს, იქნება. კრიზისი არის, მაგრამ რომ იცოდეთ, მერამდენე ზაფხულია, როცა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა... პრობლემები ყოველთვის იყო და მოუძებნიათ გამოსავალი. იმედი მაქვს, ამჯერადაც ასე იქნება. თუმცა, არა მგონია, ეს პრობლემა მალე გადაიჭრას“, - ამბობს მსახიობი.
მსახიობის თქმით სერიალმა ოცნებები აუხდინა.
„ყველა მსახიობს, ასეა თუ ისე, უნდა, რომ იყოს ცნობილი, უნდა, რომ უყვარდეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეშინოდა ამ „ცნობადი სახეობის“, ძალიანაც მეუხერხულებოდა. არ ვამბობ, რომ განსაკუთრებული ამბიციები მაქვს, უბრალოდ, მსახიობობა საჯარო პროფესიაა“, - განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში.