„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკე დაშორდნენ. ამის შესახებ Dailly Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შაკირამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
„მწუხარებით ვადასტურებთ, რომ მე და პიკე ვშორდებით. ჩვენი ბავშვების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენთვის უზენაესი პრიორიტეტი არიან, გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს პირად ცხოვრებას“.
45 წლის შაკირა და 35 წლის პიკე თითქმის 12 წელი იყვნენ ერთად. რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკემ შაკირას უღალატა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს