„სასწაული რეალობად მიქციეთ და 3 წლის უნახავ, მონატრებულ დედას ჩამახუტეთ“ - თამაზას ემოციური მიმართვა

თამაზა

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტი, თამაზა პროექტის დასრულების შემდეგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გულშემატკივრებს მიმართავს.

„რამდენი რამის დაწერა მინდა. ყველაზე მეტად კი რამდენი მადლიერების გამოხატვა! რთულია, ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა, ყველა ამ დადებითი ემოციის, რაც ამ ხნის განმავლობაში თქვენგან მივიღე. რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გზა გავიარე, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, ბევრთან დავმეგობრდი და რაც ყველაზე მთავარია, თქვენი სიყვარულით ისე ავივსე, მთელი ცხოვრება გამყვება.

მადლობას ვუხდი „რუსთავი 2-ს“ და მთლიან ფროდაქშენს, „პრაიმ ჰაუსის“ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის, ყველაზე დიდი მადლობა იმისათვის, რომ საახალწლო სასწაული რეალობად მიქციეთ და 3 წლის უნახავ, მონატრებულ დედას ჩამახუტეთ.

მადლობა ყველა იმ კომპანიას, რომელმაც ამ პერიოდში ფინალამდე და ფინალშიც არ დაიშურეთ საუკეთესო საჩუქრები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს ერთგულ და საუკეთესო გულშემატკივრებს. მადლობა ჩემს ქსოვრისს, ქართლს, გლდანელებს, სრულიად საქართველოს. უდიდესი მადლობა ჩემს ძვირფას ემიგრანტებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც გვერდით დგომით, გამხნევებით მაძლიერებდით.

მადლობა ჩემს სამსახურს და ჩემს საუკეთესო „ნიკორელებს“. თქვენი გვერდით დგომა დასაფასებელია, ერთი სული მაქვს, როდის დაგიბრუნდებით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც არ დაიშურა თბილი სიტყვა, ზარები და ესემესები.

თქვენი დამსახურებით ვიყავი ფინალში და თქვენ მომეცით მოტივაცია 2023-ში კიდევ ბევრი კარგი სიახლეები შემოგთავაზოთ, რაც მთავარია, დიდი პოზიტივით. ერთად ვიხალისოთ ჩემო ოქროებო.

ბედობას გილოცავთ. პოზიტივი, ჯანმრთელობა, წარმატებები, ბედნიერება და სიყვარული დაგბედებოდეთ.  მე თქვენ მიყვარხართ და მეიმედებით. გენაცვალოთ თქვენი თამაზა.“ - წერს თაზო.